უსმან დემბელეს ოპერაცია გაუკეთეს და 6 თვე იუქმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ უსმან დემბელეს ფინეთის ქალაქ ტურკუში ბარძაყის ორთავა მყესზე ოპერაცია გაუკეთეს და დაახლოებით 6 თვე იუქმებს.

დემბელეს ფინეთში თან გაჰყვა კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი.

იმის გამო, რომ დემბელეს გარდა ტრავმირებულია ფორვარდი ლუის სუარესი, "ბარსა" "სოსიედადისგან" 35 მილიონ ევროდ 28 წლის ბრაზილიელი ვილიან ჟოზეს შეძენას აპირებს, რომელმაც ლა ლიგაზე მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ის ზაფხულში ბასკურმა კლუბმა "ტოტენჰემს" 15 მილიონად არ მიჰყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ