ფერნანდო იერო: სერხიო რამოსი ანომალიაა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მცველმა ფერნანდო იერომ "ბლანკოსის" კაპიტანი სერხიო რამოსი დაახასიათა.

"სერხიო რამოსი შთამბეჭდავია. მრავალი წლის წინ ჩვენ, მცველებს, გოლის გატანის უამრავი შესაძლებლობა გვქონდა, ხშირად ვთამაშობდით ნახევარდაცვაში. თუმცა, ამჟამინდელ რეალობაში, XXI საუკუნეში, სერხიო განსაკუთრებული შემთხვევაა.

ჟერარდ პიკესაც ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ სერხიო მართლაც ანომალიაა. "რეალსა" და ესპანეთის ნაკრებში მისი შედეგიანობა შესანიშნავია".

რამოსმა "რეალში" ყველა ტურნირზე 90 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მხოლოდ მან გაიტანა ლა ლიგის ზედიზედ 17 სეზონში.