კასილასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა თავისი კანდიდატურა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე წარადგინა.

Cadena Ser-ის ინფორმაციით, 38 წლის კასილასს ყოფილი კოლეგების იმედი აქვს. მან ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელ წევრებს უკვე დაურეკა, ნაწილთან კი შეხვედრა გამართა. იკერის კონკურენტი ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი - ლუის რუბიალესია. ის კასილასს ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ შესაძლებელია მასთან ბრძოლა წააგოს.

არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლანდელი პრეზიდენტი რეალის დიდი ქომაგია, კასილასიც ყველამ ვიცით ვინაა, რა უბედურებაა, სულ მადრიდისტები რატომ უნდა გაპრეზიდენტდნენ:(
ირაკლი
13:17 12-02-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული