კასილასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა თავისი კანდიდატურა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე წარადგინა.

Cadena Ser-ის ინფორმაციით, 38 წლის კასილასს ყოფილი კოლეგების იმედი აქვს. მან ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელ წევრებს უკვე დაურეკა, ნაწილთან კი შეხვედრა გამართა. იკერის კონკურენტი ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი - ლუის რუბიალესია. ის კასილასს ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ შესაძლებელია მასთან ბრძოლა წააგოს.

არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება.