"რეალს" მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსფორვარდმა გაუტანა - მადრიდელებმა "სელტას" ვერ მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 თებერვალს, ლა ლიგის 24-ე ტურში "რეალისა" და "სელტას" მატჩი მოულოდნელად 2:2 დასრულდა.

თავიდან ვიგოელები რუსმა ახალწვეულმა სმოლოვმა დააწინაურა., შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 86-ე წუთზე სუარესმა კოხტა პასით მინა კურტუასთან პირისპირ გაიყვანა და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"რეალი" 53 ქულით ლიდერია, "ბარსელონას" 1 ქულით უსწრებს და 23 თებერვალს გასვლაზე "ლევანტეს" დაუპირისპირდება.

სერხიო რამოსმა ზედიზედ მე-19 პენალტი გაიტანა - მის ანგარიშზე ამ სეზონში ლა ლიგის 21 მატჩში 5 გოლია.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 62 477 მაყურებელი
რეალი
- სელტა 2:2
გოლები: 0:1 სმოლოვი (7), 1:1 კროოსი (52), 2:1 სერხიო რამოსი (65, პენ), 2:2 მინა (86)
მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსული საიტიდან გადაიწერეთ სათაური? აბა რა ექსლოკომოტიველი აგიტყდათ. კიდევ კარგი არ დაწერეთ ლოკომოტივურ სტილში გაუტანაო, იქ ეგეც ეწერა, როგორც თავის დროზე იწერებოდა, გვარდიოლამ გადაიღო რომანცევის სპარტაკოვსკიი სტილიო.
გულშემატკივარი
17 თებერვალი 2020 11:36
1
რადროს ეგ იყო ზიზუ საწყენია მაგრად
Asadi
17 თებერვალი 2020 09:58
0
რეალს დაცვა პრახადნოი დვერია ვარანი მისთავს არ გავს შეტევას კრეატივი აკლია სმოლოვი კი საკმაოდ კარგი ტიპიური შემგდები ცხრიანი ჩანს
Kabalero
17 თებერვალი 2020 02:21
5

სიახლეები პოპულარული