"ბარსელონა" სკანდალის პირას: პრეზიდენტი "ბოტებს" მესის წინააღმდეგ იყენებდა, ლაპორტა ყველას გადადგომას ითხოვს

AutoSharing Option
ტელე/რადიოკომპანია Cadena SER-ის რადიოპროგრამა El Larguero-მ წარმოადგინა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია I3 Ventures ფლობს იმ ექაუნთებს, რომელთა საშუალებითაც ინტერნეტში "ბარსას" პრეზიდენტ ბართომეუს მხარდამჭერი და ფეხბურთელების საწინააღმდეგო პოსტები ქვეყნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ I3 Ventures-თან მოქმედი კონტრაქტი აქვს გაფორმებული "ბარსელონას". აღნიშნული კომპანიის მფლობელობაში არსებული ექაუნთებიდან ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ლეო მესის, ჟერარდ პიკესა და "ბარსას" სხვა ფეხბურთელების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

"ბარსელონა" El Larguero-ს წინააღმდეგ გამოვიდა და ინფორმაციის შესწორება მოითხოვა, თუმცა საპასუხოდ რადიოგადაცემამ დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა. 36 დოსიეში ნათლად არის ნაჩვენები, რომ კრიტიკული პოსტების
ავტორი გვერდები
I3 Ventures-ს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ I3 Ventures-ის დირექტორი კარლოს იბანიესი "ბარსელონას" digital-სტრატეგიის ხელმძღვანელი და ბართომეუს მარჯვენა ხელია.

აქვე, "ბლაუგრანას" ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ ბართომეუსა და მმართველთა სრული შემადგენლობით გადადგომა მოითხოვა.