რენიერი მადრიდის "რეალში" პრეზენტაციაზე ატირდა

AutoSharing Option
"რეალში" გადასული ბრაზილიელი ნახევარმცველი რენიერი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ პრეზენტაციაზე ატირდა, მერე კი შემდეგი განაცხადა:

"გამარჯობა. ეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა; ეს დღეა, როდესაც ბავშვობის ოცნება ავიხდინე. დიდი მადლობა პრეზიდენტს, კლუბის ხელმძღვანელობასა და ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყო. მათ გარეშე აქ ვერ მოვხვდებოდი.

ამ კლუბის ისტორიის ნაწილი მინდა გავხდე. წინ, "რეალი"!"

რენიერი "რეალმა" იანვარში 30 მილიონ ევროდ შეიძინა, თავიდან კი "კასტილიაში" ითამაშებს.