"ბარსელონა" საგანგებო კრებას მართავს

AutoSharing Option
Diario Sport-ის ცნობით, დღეს კატალონიის "ბარსელონა" რიგგარეშე კრებას გამართავს.

კრებას დაესწრება გუნდის პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ, 4 ვიცე-პრეზიდენტი და "ბარსას" გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ.

კრებაზე განიხილავენ I3 Ventures-ისთან შექმნილ სიტუაციას. შეგახსენებთ, კომპანიას ბართომეუ ფულს უხდიდა, რათა "ბოტებს" სოცქსელებში გუნდის რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის, ლიონელ მესი გაეკრიტიკებინათ. ასევე, კრებაზე ისაუბრებენ "ლეგანესის" ფორვარდ მარტინ ბრეითუაითის ტრანსფერზე.

ასევე დაგაინტერესებთ