მესი: ნეიმარმა ყველაფერი იღონა, რომ "ბარსაში" დაბრუნებულიყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ გუნდში ნეიმარის დაბრუნება უნდა.

"არაერთხელ მითქვამს, რომ ნეიმარს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. მოხარული ვიქნებოდი, თუ ის დაბრუნდებოდა. ძალიან ბედნიერი იყო, როცა "ბარსაში" თამაშობდა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ის დაბრუნებით დაინტერესებულია. ნეიმარმა ყველაფერი იღონა, რომ "ბარსაში" დაბრუნებულიყო."

ნეიმარი "ბარსელონაში" 2013-დან 2017 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მან 186-ჯერ ითამაშა და 105 გოლი გაიტანა. ასევე, მის ანგარიშზე 76 შედეგიანი გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კარგი სურათია, ორი დიდებული! მესი ჩემთვის მაინც ყველაზე პირველი და საუკეთესოა!
ნონა
15:49 20-02-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული