გამომდინარე იქიდან, რომ კატალონიის "ბარსელონას" ტრავმების გამო თავდამსხმელების სერიოზული დეფიციტი ჰქონდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაუკმაყოფილა მოთხოვნა არასატრანსფერო პერიოდში დაემატებინათ თავდამსხმელი.
"ბარსას" რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, აწ უკვე "ლეგანესის" ექსფორვარდ, მარტინ ბრეიზუაითზე შეჯერდა.
28 წლის დანიელს კონტრაქტი გუნდთან 2024 წლამდე დააკავშირებს. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 24 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.