"რეალმა" სერხიო რამოსთან მოლაპარაკებები შეაჩერა

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "რეალი" და გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კომპრომისს ვერ აღწევენ.

გამოცემის მტკიცებით, რამოსს ხელშეკრულების გაგრძელება 2023 წლის ზაფხულამდე სურს, კლუბი კი კონტრაქტის 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს.

რამოსს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, როდესაც 35 წლის იქნება და ამიტომ კლუბს მასთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულების გაფორმება არ უნდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რეალი ვერასდროს ვერ გახდბა საყვარელი გუნდი ასე დამპლურად რო ექცევიან ლეგედებს, ეს ხზო პირველი არაა, იერო.კარლოსი,რაული, ვის ცერს პატივი?
იმერელი
21 თებერვალი 2020 18:37
0
გაუფორმებენ 2-წლიან, რად უნდოდათ ეს ბებერიო, თუ არადა - ლეგენდებს არ აფასებენო. ეჰ, ხალხო, ხალხო..
რეალის ფანი
21 თებერვალი 2020 12:28
2
აქ სოციალურ დახმარებაზე არაა საუბარი. კაცი მაგარ ფორმაშია, უბრალოდ ბანკივით იქცევიან - ხანდაზმულ ხალხს სესხს რომ არ აძლევენ, ემანდ უცებ არ მოკვდეს გასტუმრებამდეო.
შეტევა
21 თებერვალი 2020 13:31
0
დღეს ყველაფერი ფულზეა დასული,მაგრამ რეალი მაინც სულ სხვა დონეა. გუნდი კი არა ფირმაა და ადრეც ეგრე იყო. როგორ მოექცნენ იეროს,რაულს... იგივეა რამოსის შემთხვევაშიც, კაცი ლეგენდაა რასაც ქვია და 1-2 წელზე ევაჭრებიან.
შეტევა
21 თებერვალი 2020 11:04
0

სიახლეები პოპულარული