"ბარსამ" ხავის ამ მოთხოვნებზე უთხრა უარი და ესპანელმაც "ბლაუგრანა" არ ჩაიბარა

AutoSharing Option
"ბარსას" ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა თავის ყოფილ კლუბს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე "ბლაუგანას" დამრიგებლის პოსტს არ ჩაიბარებდა.

საბოლოოდ, ვიცით, რაც მოხდა, "ბარსელონაში" ხავის მოთხოვნების შესრულებას კიკე სეტიენის მოყვანა ამჯობინეს.

საკუთარი პირობები ხავიმ დოჰაში შეხვედრისას "ბარსას" სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალს წარუდგინა. მთავარ მოთხოვნებს შორის შემდეგი პუნქტები იყო:

1. ხავის "ბარსელონას" ჩაბარება არა იანვარში, არამედ ივნისში სურდა, როცა ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტი დაუმთავრდებოდა.

2. ერნანდესს სპორტული სივრცის მაქსიმალურად გაკონტროლება უნდოდა. ეს ეხებოდა ბავშვთა ფეხბურთსაც.

3.
ხავი საკუთარი სამწვრთნელო შტაბის წევრად კარლეს პუიოლის მიყვანას ითხოვდა.

4. ასევე, "ბარსას" ყოფილი ექვსიანი კლუბის სამედიცინო ჯგუფის შეცვლასაც აპირებდა.

5. განზრახული ჰქონდა კლუბში ხორდი კრუიფისა და ხოან ვილას დაბრუნება.

6. ასევე, ერნანდესის კიდევ ერთი მოთხოვნა "ბარსას" სისტემაში თავისი ძმის დასაქმება იყო.


სწორედ ამ მოთხოვნებზე უარის მიღების გამო ხავი ერნანდესმა უარი თქვა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელობაზე.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხავიმ მესისაც გადაუჯოკრა "ერთგულებით".მესი მარტო თავისთვის წეწავს ბარსას ხოლო ხავიმ საძმაკაცოსთან ერთად თავისი ძმის დასაქმებაც მოინდომა.ასეთია ბარსას "კაცობის" სკოლა.
აბა ესა ყოფილა
22 თებერვალი 2020 14:25
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული