კარლეს პერესი: "ბარსაში" თამაშზე ვოცნებობდი, მათ კი უბრალოდ მომიშორეს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ვინგერი კარლეს პერესი უკმაყოფილია გუნდის დატოვებით და "რომაში" იჯარით წასვლით.

"ეს ძალიან არასასიამოვნოა. მე ბიჭი ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "ბარსელონისთვის" ვიბრძოდი. ბავშვობიდან ვოცნებობდი პირველ გუნდამდე მიმეღწია და მიზანი შესრულებული იყო, მაგრამ ახლა უბრალოდ მომიშორეს. ეს უსამართლობაა იმის ფონზე თუ როგორ წარმატებულად ვასპარეზობდი.

ისინი ბევრს საუბრობენ კანტერაზე, მაგრამ პირიქით აკეთებენ. ნებისმიერ შემთხვევაში "ბარსაზე" ცუდი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. მადლობელი ვარ ამ გუნდის, უბრალოდ არ მომეწონა როგორ მომექცნენ. სულ ეს არის." - განაცხადა პერესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული