მესიმ "ეიბართან" პოკერი" შეასრულა - "ბარსელონამ" "ეიბარი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 25-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ეიბარი" 5:0 დაამარცხა.

ლეო მესიმ ლა ლიგაზე მე-5 პოკერი შეასრულა და "ბარსას" რეკორდი დაამყარა. მან ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 18 გოლით პრიმერას ბომბარდირია. ამას გარდა, ლეომ ზედიზედ მე-12 სეზონში 20+ გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, 55 ქულით გალიდერდა, თუმცა სტუმრად "ლევანტეს" დამარცხების შემთხვევაში, პირველი ადგილის დაბრუნება "რეალს" შეუძლია.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 66 970 მაყურებელი
ბარსელონა - ეიბარი 5:0
გოლები: 1:0 მესი (14), 2:0 მესი (37), 3:0 მესი (40), 4:0 მესი (87),
5:0 არტური (89)
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორ მწყდება გული, მესის სეზონის დასაწყისში, რომ გაუცდა თვეები ტრამვის გამო ეხლა ექნებოდა მაგარი გოლები გატანილი.
10
23 თებერვალი 2020 12:38
0
სულ ავღნიშნავ, რომ მესი არ გაბრაზონ მეტოქის მწვრთნელებმმა თუ ფეხბურთელებმმა. მესის მისამართით უტაქტოდ ნათქვამმა ეიბარის მწვრთნელის მხრიდან, თვითონვე მოუტრიალდა ცუდად, კი ვნახეთ როგორ დასაჯა ლეომ მეტოქე.
asea es.
23 თებერვალი 2020 12:36
0
მესო მაგარი ხარ! ეგ ტემპი არ დააგდო და ასე შეყარე გოლები, მაგრად ითამაშე გუშინ.
barsa mesi
23 თებერვალი 2020 08:58
0
ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებ, უნდა დააპატიმრო რათქმაუნდა, ცოტა ხნით რათქმაუნდა
Z.g.
23 თებერვალი 2020 02:02
2

სიახლეები პოპულარული