სერხიო რამოსი: მსაჯები მაბრაზებენ, ადრე უკეთ იქცეოდნენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "ლევანტესთან" წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ მსაჯთა ბრიგადის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

შეხვედრის მე-10 წუთზე რამოსმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 47-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ალეხანდრო ერნანდესმა "ლევანტეს" კარში პენალტი არ დანიშნა.

"არ მიყვარს მსაჯებზე სუბარი, შეცდომები მათაც მოსდით, თუმცა ზოგჯერ მათი ქმედებები დაკვირვებას საჭიროებს.

უცნაური კრიტერიუმები აქვთ. ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ხელით არაგანზრახ თამაშის გამო პენალტით დავსაჯეთ. "ლევანტეს" ფეხბურთელებს ორჯერ მოხვდათ ხელზე ბურთი და 11-მეტრიანი არცერთხელ არ დანიშნეს.

ერნანდესი ძალიან მაბრაზებს. ადრე მსაჯები უკეთ იქცეოდნენ, მეტ პატივისცემას
იმსახურებდნენ, კაპიტნებს მათთან საუბარი შეეძლოთ. ქედმაღლობა ან არსებობს, ან არა.

მე პირდაპირ ვკითხე მსაჯს, აქვს თუ არა რაიმე პრობლემა პირადად ჩემთან და თუ აქვს, დაე მითხრას, ამ შემთხვევაში ჩვენ მის მოგვარებას შევძლებთ,"- განაცხადა რამოსმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით