სერხიო რამოსი: მესი ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელია

AutoSharing Option
ელ კლასიკოს წინ "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.

"მას დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელია და მისადმი დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული.

იმედია, კვირას მისი დღე არ იქნება. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. კიდევ უკეთესი, თუ მოვიგებთ.

როგორც კოლეგა-პროფესიონალს, ლეოს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ოღონდ მხოლოდ იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ნეგატიურად არ შეგვეხება!

ეს რთულია, თუმცა ჩემი მაქსიმალური პატივისცემით სარგებლობს. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა", - ციტირებს სერხიოს ლა ლიგას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რამოსი ამბობს ერთერთიო და არა ყველაზე საუკეთესოო ან პელეზე და რონალდუზე უკეთესიო.მერე ამას მე როდესმე ვუარყობ? მაგრამ რასაც მე ვამბობ სწორედ ისე მოხდა. როგორც ყოველთვის პრინციპულ თამაშში ჩაისვარა.ეს ხომ ფაქტია.
ამაშია საქმე
03 მარტი 2020 10:20
0
ეს მლიქვნელი ბარსას ბალეშიკები
gio
01 მარტი 2020 02:01
0
Arada es kaci 10 celi ronaldustan ertad tamashobda gundshi, anu imas ambobs rasac fiqrobs
Milani
29 თებერვალი 2020 19:52
0
"ამაშია საქმე და მისი ამქრები" თუ ემხრობიან რამოსს? რამოს მიუხედავად ჩემი ანტიპატიისაა შენდამი, ყოველივე შენს სიტყვაზე ხელს ვაწერ.
ბარსა მესი.
29 თებერვალი 2020 11:02
1
მიყვარს გულწრფელი ხალხი
!
29 თებერვალი 2020 00:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული