უგო გატი: მესი ყოფილი ფეხბურთელივით გამოიყურება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე უგო გატი "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის დიდი კრიტიკოსია და კლასიკოში მისი თამაში, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეაფასა.

"მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ დიდ თამაშებში თავს ვერ წარმოაჩენს. მოწყენილი სახე აქვს და თანაგუნდელებს წინ ვერ მიუძღვის.

ლეო ყოფილი ფეხბურთელივით გამოიყურება. "ბარსელონამ" საზიზღრად ითამაშა", - განაცხადა გატიმ El Chiringuito-სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს ფრაზები რას ნიშნავს "არ მივიღებთ", "არ გავუტარებთ".. რამე სექტაა და არ ვიცი?:))) რას ნიშნავს, რომ იგებს გატრუნულები არიან? ტოპ დონის ფეხბურთელი რომ ხარ, მარცხის დროს უნდა გაკრიტიკონ, აბა მოგების დროს ისედაც ხომ ვიცით, რომ ძლიერია.. აქ იმიტომ მივმართე მესის ფანებს, რომ კომენტარებს გადავხედე და მაგათგან მოდის აგრესია, ესეიგი მე თუ მესი გავაკრიტიკე "მშურს", ან გულის სიღრმეში მომწონს და არ ვიძახი და რაღაც სისულეეებს... არ ვიძახი კი არა, ფეხბურთი თუ უყვარს ადამიანს, მესის და რონალდოც თამაშიც უნდა მოსწონდეს. ჩემთვის ორივე უმაღლესი დონის ფეხბურთელია და კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ რომელიმე რომელიმეს სჯობია... რამდენი არგუმენტიც არ უნდა მომიყვანონ, რომ ერთი მეორეს სჯობია, ორ იმდენ არგუმენტს მოვუყვან, რომ არ სჯობია... მოკლედ არ გვინდა ფეხბურთელების გამო ერთმანერთის შეურაცხყოფა, მჯობნზე მჯობნი არ დაილევა და უბრალოდ დავტკბეთ მათი თამაშით:) წარმატებას გისურვებთ..
ss
03 მარტი 2020 22:37
2
მე ვახსენე ჯანსაღ კრიტიკას მივიღებთ, ოღონდ არა ლანძღვას. რასაც მესის დაუმსახურებლად ლანძღავთ როგორ გგონია გავატარებთ? (არავითარი სექტა ამ სიტყვაში არ იგულისხმევა) არავითარ შემთხვევაში! აგრესია პირველ რიგში რეალის, როლანდოს მარადონას ფანებისგან მოდის თუ მოდის, ისე არიან უკვე წუმპეში შესულები ვეღარ ჩერდებიან. და ჩვენი საპასუხო რეაქცია გიკვირს? მოსთხოვე მაგათაც პასუხი, ცალ კარში სროლა ადვილია. როგორც გატყობ შენ მარტო "აგრესიას" მესის ფანების მხრიდან ხედავ და არა საპირისპიროდ. სულ ვიძახი, ცუდად შეურაცყოფით ნუ ეხებით მესის მის ოჯახს და მის მეუღლეს და კი ბატონო ჩვენც შეგეშვებით, მარა ვინ გეშვება მიზანში მარტო მესი გყავთ ამოჩემებული.
ss-ს
04 მარტი 2020 11:47
0
არ მოგწონთ მესი? რატომ არ ეშვებით და არ დაანებებთ თავს? როგორც არ მიყვარს რეალი და ასევე როლანდო თავისი იუვეთი, არ ვუყურებ იმიტომ, რომ ნამდვილად არ მაინტერესებს მაგათი თამაშები. ასე იყავით თქვენც რაღას იკლავთ თავებს? თქვენი საქციელები საპირისპიროს გიმტკიცებთ, რომ გაინტერესებთ მესის ყურება.
ყველას გასაგონად. ბარსა მესი
03 მარტი 2020 22:17
3
Rac tavi maxsovs fexburts vukureb da gati zlivs gavixsene, darcmunebuli var oci clis mere mesi uket memaxsovreba. Ramodenime celi da ori super fexburteli cava fexburtidan, dajdes mere gati da uyuros libertatoresis tass
Milani
03 მარტი 2020 18:44
0
მისმინე ძმაო, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ბოდიში და ლანძღვას მესის მისამართით ვინც არ უნდა იყოს არ მივიღებთ და არც უპასუხოდ დავტოვებთ. ვისაც არ მოგწონთ ლეო გაატარეთ და გაიარეთ,გიშლით ვინმე? საკმარისია რაღაც მარცხი მოხდეს, აუუუ დაიწყება და რა დაიწყება ჩასაფრებულების შემოსევა თავიანთი კომენტარებით. როცა ბარსა იგებს და ლეო ფორმაშია მაშინ ხმას არ იღებენ გატრუნულები არიან. ასე გამეტებით რატომ იცავო წერ... ჯანსაღ კრიტიკას მივიღებთ, მაგრამ არა შეურაცყოფას. მესის მიმართ სიყვარულით ნამდვილად არ ვართ დაბრმავებულები, უბრალოდ ფხიზელი თვალებით ვუყურებთ მის თამაშებს რომელიც მარტო ჩვენ კი არა ძალიან ბევრს მოსწონს. ისე ჩემო ძმაო არ გაწყენდდა ასევე მიმართო როლანდოს ფანებსაც, ცოტა მოკეტონ და ლეო მესის შეეშვან. ვინც მესის თამაშს ასე მძაფრად აკნინებს უბრალოდ ასეთებს არც ფეხბურთი უყვართ და არც ფეხბურთის გაეგებათ რამე!!!
s s-ს
03 მარტი 2020 22:00
1
დავიწყებ იმით, რომ არც რონალდოს და არც მესის ფანი არ ვარ. ჩემთვის ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო, არის და იქნება - ზ ი დ ა ნ ი!! უბრალოდ არ მესმის, ესე გამეტებით რატომ იცავთ მესის... გასაგებია, რომ ძალიან დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მაგის გამო საპირისპირო აზრის მქონე ხალხს, შეურაცხყოფა უნდა აყენოთ? ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა რატომ არ შეგიძლიათ?? მესის რომ ძალიან ბევრ მნიშნველოვან თამაშში თავი არ გამოუჩენია და ფეხს არ ანძრევინებენ, ამას მართლა ვერ ხედავთ?? კი, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მთლად ნუ დაგაბრმავებთ მისდამი სიყვარული.. და თუ გგონიათ რონალდო ნაკლები ფეხბურთელია, ძალიან ცდებით... რეალურად რომ შეხედოთ, რონალდომ თავისი "მაგარი ფეხბურთელობა" იცით სად დაამტკიცა? როდესაც სამი განსხვავებული სტილის ტოპ ჩემპიონატში, უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა.. პრემიერლიგაში იყო დაფრინავდა, ესპანეთში დაფრინავდა, იტალიაშია და ასაკის მიუხედავად მაინც ფორმაშია, პორტუგალიაც მაგან ათრია... აი ესაა კლასი ბიჭებო.. ამის მიუხედავად, არ ვიძახი, რომ ამ ორ ფეხბურთელს შორის რომელიმე უფრო მაღლა დგას.. მოედანზე ორივეს თავისი როლი ჰქონდა და ორივე ძალიან ძლიერია, მაგრამ ის რომ ვინმემ ერთმნიშნვნელოვნად თქვას, რომ მესი ჯობია რონალდოს, არის მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის არ ცოდნა და მეტი არაფერი!!!!
ss
03 მარტი 2020 18:23
2
რამდენი მზე ადამიანია ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში
a.a.
03 მარტი 2020 17:59
0
ისე, რომ ვუკვირდები მართლა ალალად, მესი არ მოსწონთ გოიმებს,გარეგნულად უშნოებს (ამ გუტის , რომ შეხედავ ჩემს სიტყვებში ვრწმუნდები) არ ვიცი მესის შემხედვარე ბოროტტდებიან თუ რა ემართებათ, ამ ჩემისებს ვეღარ ვიგებ.
გია
03 მარტი 2020 17:27
3
კაკოს ან შეიძლება იგივე "ამაშიას"(ათასი სახელით , რომ შემოდის) ნორმალური ფსიქიკის ადამიანი სხვის ცოლზე ასე არ იტყვის, თუ თვითონ არ არის ფსიქიურად გადახრილი. ლეო მესის ცოლი არის ძალიან წესიერი გოგო, კარგი დედა და ერთგული მეუღლე, ისევე როგორც მესი მეუღლის მიმართ. ისე, რომ არ გინდა ესეთი მდაბიო მეთოდებით შემოსვლა და კომენტარების წერა.
10
03 მარტი 2020 21:38
0
სამაგიეროდ მესის ცოლი მოსწონთ რომელიც უარის მთქმელი არაა არავისზე,უყვარს მაგასაც გართობა
კაკო
03 მარტი 2020 17:53
3
100% ეგრეა. მესი გენიალურია ბარსაში (ისიც ყოველთვის ვერ). ყველა სხვა გუნდში მესი აჩვენებს საშუალო თამაშს (არ ვსაუბრობ მოგებულ პრიზებზე და გატანილ გოლებზე!). ყველა სხვა გუნდში იგულისხმება არგენტინის ყველა ნაკრები 2005 წლიდან დღემდე - ეს ძალიან, ძალიან დიდი პერიოდია ნებისმიერი გამოცდისათვის! ამ გუნდებს ჰყავდათ სრულიად სხვადასხვა შემადგენლობები, მწვრთნელები, სათამაშო ტაქტიკა და სტარატეგია. მესი ვერცერთს ვერ მოერგო. წინასწარ ვუპასუხებ მოსალოდნელ არაადექვატურ არგუმენტს რომ მესიმ ნაკრები ფინალში გაიყვანა: მესის არ გაუყვანია, გაიყვანა დაცვითმა ტაქტიკამ. ბოლო სამ თამაშში ბელგიასთან, ჰოლანდიასთან და გერმანიასთან არგენტინამ მომენტი ვერ შექმნა, თუ არ ჩავთვლით გერმანიასთან გაფუჭებულ ასპროცენტიანს, რომელიც გააფუჭა...მესიმ. ბატონებო, ეს არის ფაქტები! ხოლო ის, რომ მესის ხელს უშლიან მწვრთნელები, საკუთარი მცველები, მოწინააღმდეგეს მცველები, ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც იყიდა ფიფა, უფა და იუფო არის მხოლოდ მოსაზრებები, ჩემი შეხედულებით სრულიად უსაფუძვლო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში - მხოლოდ მოსაზრებები!!!
ნიკა
03 მარტი 2020 16:38
6
ელიჩკა! მეც მიყვარს მესის თამაში ყურება, მაგრამ მხოლოდ ბარსაში, სადაც იგი აჩვენებს მაგიას. მაგრამ ნაკრებში უკვე 16 წელია მაგიის მსგავსს ვერაფერს აჩვენებს. გენიოსი კი ყველგან გენიოსი უნდა იყოს. პატივისცემით.
ნიკა
04 მარტი 2020 15:30
0
ნიკიჩკა/ მესი გვიყვარს თავისი ლამაზი თამაშებით/ უფრო მეტიც პირადად მან შემაყვარა ფეხბურთი, როგორც კი ვნახე ლეოს ფეხბურთი, ეგრევე გავხდი მისი ფანი. პარალელურად როლანდოც ხომ ვნახე, მაგრამ ნამდვილად არ მომეწონა მისი თამაშის სტილი და არც როგორც პიროვნება.
ელ.
03 მარტი 2020 17:13
2
ყველა გამოხმაურება
ვინც მესის აკრიტიკრბს გულის სიღრმეში მაგრა მოწონთ მარა ვერ ამბობენ
barsa
03 მარტი 2020 15:45
3
აბა 26 გოლი როგორ გაუტანა ამ დიდებულ გუნდს თუ მნიშვნრლოვან მატჩებში თავს ვერ წარმოაჩენს?
Joba
03 მარტი 2020 14:37
3
უგო გატისგან მესის კრიტიკა იგივეა მარატ საფინმა რომ ფედერერი აკრიტიკოს ეხლა.
!
03 მარტი 2020 12:08
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული