"ბარსელონამ" ვილიანის დამატება ფატის და ნეიმარის გამო გადაიფიქრა

AutoSharing Option
ვილიანი "ბარსელონას" ფეხბურთელი არ გახდება, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

31 წლის ნახევარმცველს "ჩელსისთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, თავისუფალი აგენტი გახდება და "ბარსას" მისი ხელში ჩაგდება მუქთად შეეძლო, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო გადაიფიქრა.

პირველი მიზეზი მისი ასაკია; მეორე - ის, რომ ანსუ ფატის პროგრესს ხელს შეუშლის და მესამე - ნეიმარის პსჟ-დან შესაძლო დაბრუნება.

ამ სეზონში პრემიერლიგაში ვილიანმა 27 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.