"ბარსელონა" მესისთვის მინიმუმ 4 ფეხბურთელს დაიმატებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მასშტაბურ კამპანიას გეგმავს.

კატალონიელებს სურთ, რომ ლიონელ მესის კარიერის ბოლო წლებში სერიოზულად ძლიერი გუნდი ჰყავდეს და კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.

კლუბის ხელმძღვანელობას, პირველ რიგში, არ სურს, წინა წლების სატრანსფერო შეცდომები გაიმეოროს და ისეთი ფეხბურთელები მოიყვანოს, რომლებიც სათადარიგოებად გადაიქცევიან. აღსანიშნავია, რომ "ბარსაში" 2 მცველსა და 2 თავდამსხმელს მოიწვევენ. მათი მიზანია, ლუის სუარესს გრძელვადიან პერსპექტივაში შემცვლელი მოუძებნონ. ასევე, პრიორიტეტი მიენიჭება გუნდის ექსფორვარდის, ბრაზილიელი ნეიმარის დაბრუნებას.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხო მაგათს სატრანსფერო პოლიტიკააქვთ.წავიდა ნეიმარი დამთავრდა სუარესი წავა მალე ლეოც და ბარსა გადაიქცევა საშვალო დონის გუნდად.დახარჯავენ მილიარდებს და გუნდს ვერ ააშენებენ როგორც თუგინდ იუნაიტედია (მილანზე აღარფერს ვამბობ)
თემური
16:09 04-03-2020
1
მართლა თუ კიდე ნეის დამატებას ცდილობენ- თავმოყვარეობის ნატამალი არ შერჩენიათ ბარსაში. კაცმა გუნდს თავზე მოუსაქმა და ესენი აქეთ ეხვეწებიან,მართლა თფუ რა...
BOSS
10:59 04-03-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული