ნახევარმცველ ედენ აზარს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს, - ამის შესახებ "რეალმა" თავისი საიტით გაავრცელა ინფორმაცია.
ოპერაცია მადრიდული კლუბის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა. ახლა ფეხბურთელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მისი დაბრუნების თარიღის შესახებ კი არაფერს იტყობინებიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედენი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
მან ტრავმა ლა ლიგაში, "ლევანტესთან" მატჩში (0:1) მიიღო.
რობერტო მარტინესი: აზარი, სულ მცირე, 3 თვეს გამოტოვებს
ტრავმის სიმძიმე ცნობილია: 2 კვირის წინ დაბრუნებული ედენ აზარი...