აშრაფ ჰაკიმი: თუ "რეალს" უნდა, დავბრუნდები

AutoSharing Option
მაროკოელმა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

სეზონის დასრულებისთანავე ჰაკიმის "დორტმუნდთან" საიჯარო ხელშეკრულება უმთავრდება და "რეალში" უნდა დაბრუნდეს. თუმცა გერმანულ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა უნდა.

"მადრიდი ჩემი სახლი იყო, იქ ძალიან მომწონდა. თუ "რეალს" უნდა, დავბრუნდები. თუ არადა, კარიერას სხვა შესანიშნავ გუნდში გავაგრძელებ.

ზიდანმა მე მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მომცა. ნდობისათვის მადლობელი ვარ და კარგად მოპყრობისთვისაც", - განუცხადა ჰაკიმიმ Telefoot-ს.

ადრე მან თქვა, რომ მისი გული "დორტმუნდსა" და "რეალს" ეკუთვნის.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული