მარსელომ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო. ეს ცნობილი გახდა 10 მარტის სამედიცინო შემოწმების შემდეგ.

ივარაუდება, რომ მან ეს ტრავმა "ბეტისთან" მატჩში მიიღო, სადაც მადრიდის "რეალი" მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელის დაბრუნების ვადა.

31 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" რიგებში 19 მატჩი გამართა. ერთ გატანილ გოლთან ერთად მან 6 საგოლე გადაცემა განახორციელა.