თავდამსხმელმა ვინისიუსმა გაამხილა, თუ რატომ გადავიდა 2019 წელს "რეალში" და არა "ბარსელონაში". მაშინ ის 16 წლის იყო.
"ეს სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ მოხდა. წინადადებით "რეალმა" და "ბარსელონამ" მომმართეს. გადაწყვეტილების მისაღებად 3 დღე მქონდა.
"რეალი" ავირჩიე, რადგან მსოფლიოს უდიდეს გუნდში თამაში მსურდა", - განუცხადა ვინისიუსმა FourFourTwo-ს.
ბრაზილიელმა ფორვარდმა ამ სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი კი 50 მილიონი ევროა.