კორონავირუსით დაინფიცირებულმა პირველმა ფეხბურთელმა დაიწყო ვარჯიში

AutoSharing Option
"ვალენსიას" კორონავირუსით დაინფიცირებულმა ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა ელიაქიმ მანგალამ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშიც დაიწყო.

"ოჯახი ჩემგან იზოლირებულ სახლში ცხოვრობს. ვცდილობ, მათ არსად გადავეკვეთო. თავად მე არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ამიტომაც ფიზიკური ვარჯიშები დასაშვებია, სპეციალური პროგრამა გადმომცეს.

ეზოში ნიღბით გამოვდივარ და ვარჯიშებს ისე ვაკეთებ. შემდეგ ფილმებს ვუყურებ, კომპიუტერზე ვთამაშობ, ნეფლიქსიც მაქვს. ამასთანავე, ვკითხულობ ხოლმე", - უთხრა მანგალამ Marca-ს.

altშიდაკლუბური ეპიდემია "ვალენსიაში" - გუნდის 5 წევრი ინფიცირებულია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული