გლები მესიზე: ერთხელ გვარდიოლამ მას დაუყვირა, ხავი პეპთან მივიდა და...

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევამცველი ალექსანდრ გლები ყვება თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გუნდის თავდამსხმელთან ლიონელ მესისთან. გლების ინტერვიუ საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ მას ორ ნაწილად შემოგთავაზებთ. 

"ვარჯიშის დროს მესიზე ხმას არავინ უწევდა. გვარდიოლამ ერთხელ დაუყვირა, ლიონელმა უბრალოდ ბურთს ფეხი ამოარტყა, სადღაც გადააგდო და ვარჯიში დატოვა. 

ხავი მივიდა მწვრთნელთან და უთხრა: "გესმის, პეპ, ეს ხომ ლეოა, რა გჭირს?" იქ მსოფლიოს ვარსკვლავები ვარჯიშობენ, მათ ვინ რა უნდა მიუთითოს?

ზოგადად, მესიზე სულ ჩურჩულით საუბრობდნენ. როცა გიჟურ გოლს გაიტანდა, მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს მოატყუებდა ან ფენომენალურ პასს
გადასცემდა პარტნიორს, უცხოელები ვინც ვიყავით ვარჯიშზე - მე, ანრი, გუდიონსენი, ერთმანეთს ჩურჩულით ვეუბნებოდით: "დაინახეთ რა გააკეთა პატარამ?" 

ის განსაკუთრებულია. ყველას გვესმოდა, რომ ის საუკეთესო იყო. ლეო - უბრალოდ მეფეა." - თქვა გლებმა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ნთიას. ფეოლა გაგიგია? 60 წელი გავიდა და ისევ ფეოლაა და ისეთივე დიდებით მოიხსენიებენ და ახსოვს საფეხბურთო სამყაროს
ბადრი
21 მარტი 2020 16:15
2
ბადრი ეხლა გაგვახსენე ფეოლა, თორემ ასი წელი არ გამახსენდებოდა (ისიც გადმოცემით თუ ვიცოდი) აი რაც შეეხება მესის ყოველთვის გაგვახსენდება და მოგვენატრება.
ნონა
21 მარტი 2020 17:25
1
რამდენიმე წლის წინ,წავიკითხე,რომ მესის აუტიზმის რარაცა ფორმა აქვს.აუტისტები თავის თავში ჩაკეტილები არიან და მათ გარშემო ატმოსფეროსთან შეგუება არ შეუძლიათ.ისინი მთლიანად კონცენტრირებულები არიან თავის საქმეზე და ძალიან მტკივნეულად იღებენ მის საქმიანობაში ჩარევას.სამაგიეროდ არ აინტერესებთ სხვა მოვლენები.ბარსელონამ ბავშვობიდან გამოზარდა მესი,რუდუნებით და გაფრთხილებით გახადა ვარსკვლავი.ეს ყველაფერი ხავის თვალწინ ხდებოდა.ამავე დროს ის და გვარდიოლა წლების განმავლობაში გვერდი-გვერდ თამაშობდნენ ბარსელონაში.ამიტომ მას შეეძლო და ჰქონდა უფლება,პეპისათვის მიეთითებინა შეცდომა.პეპი კი,მართლაც შეცდა და თვთონაც ძალიან კარგად მიხვდებოდა.უბრალოდ მომენტში, თავი ვერ შეიკავა.ასეთ ადამიანებზე დაყვირება,ძალიან ცუდად მოქმედებს.სწორედ ეს თავისებურებაა მიზეზი,რომ მესი,არგენტინის ნაკრებში წარმატებებს ვერ აღწევს და წაგებების შემდეგ,ტირის.ნაკრებში ხომ სულ სხვა ატმოსფეროა და არც მაყურებელი ეფერება.იქ,მისთვის უცხო,თითქმის მტრული გარემოა და ამიტომ,მესი შებორკილია.
სოსო
21 მარტი 2020 14:28
1
შენ რა ლენინივით "სწავლა სიკვდილამდეო" და სოკრატესავეთ "ვიცი და არ ვიციო" იმეორებ?
მისტერ მახოს!
21 მარტი 2020 13:24
4
ეხლა ვკითხულობ ყველას კომენტარებს და ერთი დასკვნა გამოვიტანე, ადვილია კრიტიკა ფეხბურთელის მისამართით, მაგრამ იმას არ წერთ როგორი ტონით დაუყვირა პეპიმ, ჯერ ესეთი რატომ უნდა უყვირო, როცა შეგიძლია წესიერად მიუთითო? ზოგიერთი მწვრთნელი ძალიან დიდ უფლებას აძლევს თავის თავს, ისე მოექცეს ფეხბურთელს როგორც პატარა ბავშვს. ერთი თქვენ დაგიყვიროს ვინმემ დარწმუნებული ვარ "ხურდასაც" დაუბრუნებთ. მე ვამტყუნებ გვარდიოლას მაგ შემთხვევაში.
10
21 მარტი 2020 13:14
2
ე.ი. რა გამოდის რადგან მისტერ მესია მწვრთნელს არა აქვს უფლება შენიშვნა მისცეს თუ რა? თუ არ გაგიგიათ ეხლა გეტყვით:სიკვდილამდე სწავლაო.არასოდეს თქვათ რომ ყველაფერი იცით,თუ იტყვით გამოდის რომ არაფერიც არ იცით.
maxo
21 მარტი 2020 12:25
12
შენიშვნის მიცემა და დაყვირება შენ ერთი და იგივე გგონია? ან მესის რა სჭირს დასაყვირი, როცა ყველაზე თავმდაბალი და მორცხვია, მიუხედავად თავისი ტალანტისა და იმ დონისაც რასაც მიაღწია.
მახო-ს
21 მარტი 2020 15:49
1
არავითარ შემთხვევაში მეგობარო, მესი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. ამ კორონავირუსის გადამკიდე ძალიან ცოტა ახალი ამბავი ხდება. გლების ეს ინტერვიუ ახალია. ზოგს აინტერესებს ეს ამბები, ზოგს - არა. ჩემი მიზანი არაა მესის ანტიპიარი დამიჯერე
ანრი
21 მარტი 2020 11:36
2
ანრი მეგობარო, შეეშვი გთხოვ მესიზე ზიზღის ამოფრქვევას, ტეხავს უჯე სტატიები.
Emre
21 მარტი 2020 11:30
12
მესი ხარ თუ პელე, სხვაზე მაღლა უნდა იდგე საფეხბურთო მიღწევებით და არა პრივილეგიებით. თუ შენიშვნას იღებს ქემოკლიძე, იგივე შენიშვნა უნდა მიიღოს მესიმაც. ასეთია ჩემი მიდგომა
ვაჟა
21 მარტი 2020 10:57
20
ყველას თქვენი აზრი გაქვთ, პატივს ვცემ და ვიფიქრებ. მე არ შემიძლია კაცს პატივი ვცე და სხვაზე მაღლა დავაყენო ცხოვრებაში მხოლოდ იმის გამო, რომ კარში შეუძლია სხვაზე უკეთ დარტყმა. ასმაგად დავაფასებ კაცს, რომელიც გაჭირვებულს დაეხმარა, ვიდრე კაცს, რომელმაც 700 გოლი გაიტანა მაკრატელათი და მესის ამ საქციელით ეგ დავინახე,რომ მას ცხოვრებაში აყენებენ სხვაზე მაღლა ფეხბურთის ნიჭის გამო და არა საფეხბურთო სამყაროში
ვაჟა
21 მარტი 2020 12:10
10
ანუ ფიქრობთ, რომ მესი საფეხბურთო მიღწევებით ქემოკლიძეს ვერ გაუტოლდება? ბატონო ვაჟა, ნებისმიერ სფეროში მიღწევები, რომელსაც ჩვენით ვაღწევთ და არა გავლენიანი ახლობლებით, ხდება პიროვნების დაფასების საფუძველი და ეს იწვევს მის აღიარებას, როგორც გარშემომყოფებში, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც!!! ტალანტი და გენია ფასდება, რომელიც საუკუნეში შეიძლება ორ ადამიანს აღმოაჩნდეს თავის სფეროში. დამიჯერე, ნახევარი საუკუნის შემდეგაც ყველა 7-8 წლის ბავშს ეცოდინება, თუ ვინ იყო მესი, მაგრამ არცერთს-პეპი.
ნათია
21 მარტი 2020 11:27
15
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული