გლები მესიზე: ერთხელ გვარდიოლამ მას დაუყვირა, ხავი პეპთან მივიდა და...

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევამცველი ალექსანდრ გლები ყვება თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გუნდის თავდამსხმელთან ლიონელ მესისთან. გლების ინტერვიუ საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ მას ორ ნაწილად შემოგთავაზებთ. 

"ვარჯიშის დროს მესიზე ხმას არავინ უწევდა. გვარდიოლამ ერთხელ დაუყვირა, ლიონელმა უბრალოდ ბურთს ფეხი ამოარტყა, სადღაც გადააგდო და ვარჯიში დატოვა. 

ხავი მივიდა მწვრთნელთან და უთხრა: "გესმის, პეპ, ეს ხომ ლეოა, რა გჭირს?" იქ მსოფლიოს ვარსკვლავები ვარჯიშობენ, მათ ვინ რა უნდა მიუთითოს?

ზოგადად, მესიზე სულ ჩურჩულით საუბრობდნენ. როცა გიჟურ გოლს გაიტანდა, მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს მოატყუებდა ან ფენომენალურ პასს
გადასცემდა პარტნიორს, უცხოელები ვინც ვიყავით ვარჯიშზე - მე, ანრი, გუდიონსენი, ერთმანეთს ჩურჩულით ვეუბნებოდით: "დაინახეთ რა გააკეთა პატარამ?" 

ის განსაკუთრებულია. ყველას გვესმოდა, რომ ის საუკეთესო იყო. ლეო - უბრალოდ მეფეა." - თქვა გლებმა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
რამდენიმე წლის წინ,წავიკითხე,რომ მესის აუტიზმის რარაცა ფორმა აქვს.აუტისტები თავის თავში ჩაკეტილები არიან და მათ გარშემო ატმოსფეროსთან შეგუება არ შეუძლიათ.ისინი მთლიანად კონცენტრირებულები არიან თავის საქმეზე და ძალიან მტკივნეულად იღებენ მის საქმიანობაში ჩარევას.სამაგიეროდ არ აინტერესებთ სხვა მოვლენები.ბარსელონამ ბავშვობიდან გამოზარდა მესი,რუდუნებით და გაფრთხილებით გახადა ვარსკვლავი.ეს ყველაფერი ხავის თვალწინ ხდებოდა.ამავე დროს ის და გვარდიოლა წლების განმავლობაში გვერდი-გვერდ თამაშობდნენ ბარსელონაში.ამიტომ მას შეეძლო და ჰქონდა უფლება,პეპისათვის მიეთითებინა შეცდომა.პეპი კი,მართლაც შეცდა და თვთონაც ძალიან კარგად მიხვდებოდა.უბრალოდ მომენტში, თავი ვერ შეიკავა.ასეთ ადამიანებზე დაყვირება,ძალიან ცუდად მოქმედებს.სწორედ ეს თავისებურებაა მიზეზი,რომ მესი,არგენტინის ნაკრებში წარმატებებს ვერ აღწევს და წაგებების შემდეგ,ტირის.ნაკრებში ხომ სულ სხვა ატმოსფეროა და არც მაყურებელი ეფერება.იქ,მისთვის უცხო,თითქმის მტრული გარემოა და ამიტომ,მესი შებორკილია.
სოსო
14:28 21-03-2020
1
მესი ხარ თუ პელე, სხვაზე მაღლა უნდა იდგე საფეხბურთო მიღწევებით და არა პრივილეგიებით. თუ შენიშვნას იღებს ქემოკლიძე, იგივე შენიშვნა უნდა მიიღოს მესიმაც. ასეთია ჩემი მიდგომა
ვაჟა
10:57 21-03-2020
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული