არასდროს თქვა არასდროს: რამოსი რეალს დატოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას თავისთვის მისაღებ პირობებზე ვერანაირად ახერხებს...

Marca-ს ცნობით, კლუბში მოქმედებს წესი, რომლის თანახმად, 32 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კონტრაქტს მხოლოდ 1 წლით უხანგრძლივებენ. სერხიო კი თავის მხრივ სულ მცირე 2 წლიან ხელშეკრულებას ითხოვს. 

ადრე, 33 წლის რამოსმა სურვილი გამოთქვა, რომ საკუთარი ძალების მოსინჯვა ინგლისის პრემიერ ლიგაში სურდა. თუ ესპანურ გამოცემას დავეყრდნობით, ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. 

შეგახსენებთ, რამოსი "რეალში" 2005 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ დაეუფ
ლა ლა ლიგას და 2-ჯერ ქვეყნის თასს. 

altლევანდოვსკიმ გაიხსენა, როგორ ეპატიჟებოდნენ რონალდო და რამოსი "რეალში"

altრამოსი, პიკე, ბუსკეტსი, ალბა და ფატი ოლიმპიადაზე ითამაშებენ?

მკითხველის კომენტარები / 1 /
არასდროს კი არა,არასოდეს თქვა არასოდეს.ასეა ორიგინალში და უსუსური ინტერპრეტაცია ამ ბრძნულ გამონათქვამს სასაცილოს ხდის.
status quo
02:54 22-03-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული