მოდრიჩს "რეალში" თავის ნაცვლად თანამემამულის მიყვანა უნდა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს შემტევ ნიკოლა ვლაშიჩის სამსახურით "რეალი" დაინტერესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Defensa Central-ი ავრცელებს.

"რეალი" მას 34 წლის ლუკა მოდრიჩის შემცვლელად განიხილავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას თანანაკრებელის შეძენა მოდრიჩმა ურჩია.

ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 22 მატჩში 22 წლის ვლაშიჩმა 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, "არმიულ კლუბთან" კი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.