კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს შესთავაზა დროებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მათი ხელფასები 70%-ით შემცირდებოდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ კლუბს სერიოზული ზარალი აქვს კორონავირუსის გამო შეჩერებულ ჩემპიონატზე.
Sport.es-ის ინფორმაციით, ფეხბურთელების შეხედულება კლუბის მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე გაიყო. ნაწილი თანახმაა, ხოლო ნაწილი კატეგორიულ უარზეა. მათი აზრით, ფეხბურთელები არ უნდა ზარალდებოდნენ გუნდის არაეფექტური მენეჯმენტით. ნებისმიერ შემთხვევაში ბართომეუ ვალდებულია, თავის გეგმას მიჰყვეს.
კლუბის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ლეგალურია, რამდენადაც მსგავსი ზომების მიღება სამართლიანია საგანგებო სიტუაციის დროს. ესპანეთში ახლა სწორედ საგაგებო ვითარებაა გამოცხადებული.
ჯერჯერობით უცნობია
იმ ფეხბურთელების ვინაობა, ვინც ხელფასების შემცირების წინააღმდეგია.