"ბარსელონა" ისევ ორად გაიყო - გუნდში სერიოზული უთანხმოებაა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს შესთავაზა დროებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მათი ხელფასები 70%-ით შემცირდებოდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ კლუბს სერიოზული ზარალი აქვს კორონავირუსის გამო შეჩერებულ ჩემპიონატზე.

Sport.es-ის ინფორმაციით, ფეხბურთელების შეხედულება კლუბის მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე გაიყო. ნაწილი თანახმაა, ხოლო ნაწილი კატეგორიულ უარზეა. მათი აზრით, ფეხბურთელები არ უნდა ზარალდებოდნენ გუნდის არაეფექტური მენეჯმენტით. ნებისმიერ შემთხვევაში ბართომეუ ვალდებულია, თავის გეგმას მიჰყვეს.

კლუბის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ლეგალურია, რამდენადაც მსგავსი ზომების მიღება სამართლიანია საგანგებო სიტუაციის დროს. ესპანეთში ახლა სწორედ საგაგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ჯერჯერობით უცნობია
იმ ფეხბურთელების ვინაობა, ვინც ხელფასების შემცირების წინააღმდეგია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შენ და მსგავსი სუბიექტები უნდა დარბოდნენ,პიკეს ცოლს ხომ არ აეფარებოდი?
mosenbezs vinc gamoexmsura imas
27 მარტი 2020 01:17
1
როცა ათასობით ესპანელი იღუპება და რომელმა გაიღო თანხა დასახმარებლად? პიკე სადაა ერთი მაგის უმადური დედაც!!!(მესიმ
Musenbezi
26 მარტი 2020 15:55
10
შენ საქართველოსათვის თუ აკეთებ რამეს? ან მოხალისედ თუ ჩაეწერე ოჯახების დასახმარებლად? მაგარია არა სხვას მოსთხოვო ის გააკეთოს, რასაც შენ არ აკეთებ.
musenbezss.
26 მარტი 2020 21:54
3
რაღა პიკეს მიადეგი სხვა ვერავინ ამოარჩიე შესაგინებლად? რეალის ფეხბურთელებსაც მიუკაკუნე ძმურად. მესიმ გაიღო ბატონო მილიონები კატალონიისთვისაც და არგენტინისთვისაც!
z,m.
26 მარტი 2020 17:03
1
ბარტომეუ მოსაშორებელია,მაგრამ ამ შემთხვევაში,მის მხარეს ვარ.შეუძლებელია შემოსავლის გარეშე დარჩენილმა კლუბმა,ძველებური ხელფასი გადაუხადოს ფეხბურთელებს და პერსონალს.რაღაც საარსებო მინიმუმზე რომ იყოს საუბარი,ჰო,მაგრამ აქ ლაპარაკი მილიონებზეა და ასეთი ფული,ვერავის ექნება.თანაც ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდემია და კარანტინი?
სოსო
26 მარტი 2020 14:57
3
ყოჩაღ სოსო, როგორც ყოველთვის ობიექტური ხარ.
10
26 მარტი 2020 17:05
1

სიახლეები პოპულარული