Calcio Mercato-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" ცდილობს, მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი, 31 წლის ბრაზილიელი მარსელო გუნდში მიიყვანოს. თავის მხრივ, წინააღმდეგი არც მადრიდული კლუბია. ესპანელები გუნდში აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას გეგმავენ, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიაში" ჰყავთ იჯარის წესით გაშვებული. სავარაუდოდ, ჰაკიმი მარსელოს ჩაანაცვლებს.
მარსელო "რეალში" 2007 წელს "ფლუმინენსედან" 6.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. დღემდე მან 505 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 37 გოლის გატანა მოახერხა. მის ანგარიშზე 96 ასისტია. გუნდთან ერთად მან 21 ტიტული მოიპოვა.
Transfermakrt-ი ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.