ტორესის შეძენას "ბარსელონა" და "ლივერპული ცდილობენ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, საუბარი ფერნანდო ტორესზე არ არის

"ვალენსიას" 20 წლის ნახევარმცველ ფერან ტორესის სამსახურით "ბარსელონა" და "ლივერპული" დაინტერესდნენ.

ტორესმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 6 გოლი გაიტანა, კონტრაქტი "ღამურებთან" 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გაგრძელებაზე კი კატეგორიული უარი განაცხადა. საქმე ისაა, რომ ფერანს უფრო დიდ კლუბში უნდა გადასვლა.

ზაფხულში "ლივერპულს" ადამ ლალანა დატოვებს და "მირორის" ცნობით, მერსისაიდელები მის შემცვლელად მოიაზრებენ.

მოკლედ, ტორესს, რომლის სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა, ასარჩევად აქვს საქმე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული