ჟორჟე ჟეზუში: ფელიქსი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
"ბენფიკის" ყოფილი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუსი მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის ჟოაუ ფელიქსის პოტენციალზე საუბრობს.

"ფელიქსი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფეხბურთელი გახდება. ეჭვიც არ მეპარება ამაში. ის ჯერ კიდევ ბიჭუნაა, სულ რაღაც 20 წლისაა.

პორტუგალიაში ახალგაზრდა ბიჭები ყურადრებას მალე იქცევენ, ეს ევროპის ვიტრინაა. ადრე აქ ყველაზე იაფი ფეხბურთელები იყვნენ, ადგილობრივ ფეხბურთელებს ყველაზე ცოტას უხდიდნენ. ასე რომ გრანდებს უბრალოდ მიჰყავდათ საუკეთესო ტალანტები.

მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. უნდა გადაიხადოთ 50, 70 ან 127 მილიონი ევრო." - განაცხადა ჟეზუშმა.

მადრიდს "ატლეტიკომ" ფელიქსი "ბენფიკასგან" 127 მილიონ ევროდ
შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ