ლუის ენრიკე: ინიესტა მესის დონესთან ახლოსაა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები დაასახელა, რომლებთანაც უმუშავია.

"ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება უდავოდ მესიმ მოახდინა. შემდეგ ანდრეს ინიესტა მოდის. ის რაღაცნაირად ახლოსაა მესისთან. და მაინც, მესი ძალიან განსხვავდება სხვებისგან", - განაცხადა 49 წლის სპეციალისტმა.

ენრიკე "ბარსელონაში" მესისა და ინიესტას მწვრთნელი 2014-2017 წლებში იყო. მესი "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელია, ინიესტა კი 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი შენ ხარ ახლოს რონალდოსთან და მეორე ინიესტა მესისთან
ჰმ
29 მარტი 2020 13:39
5
და მესამე შრნ ხარ რამის აზრზე. ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველია ინიესტა და პირი გამოირეცხეთ. რონალდო არა ბენზემა კიდე
Huh
30 მარტი 2020 01:59
0
მესი,ხავი-ინიესტას წყვილის ფრთებქვეშ დაფრთიანდა და შემდეგ,მათთან ერთად შექმნა ზღაპრული ტრიო,შემდეგ კი უკვე მის გვერდით, შეიქმნა მეორე ზღაპარი, მესი, სუარესი, ნეიმარი.არ ვიცი სხვა ფეხბურთელი,რომელიც ორი ზღაპრის გმირი იყო.თანამედროვეობაში,მათი თამაში იყო ნამდვილი ხელოვნება,ხოლო სხვები,უბრალოდ მასთან მიახლოებას ცდილობენ.
სოსო
29 მარტი 2020 00:03
1
ინიესტა ბოლო პერიოდის საუკეთესო ნახევარმცველია. ბარსელონას ლიდერი და უპირველესი ფეხბურთელი.მე ასე ვთვლი და არ ვედავები არავის Თავის Შეხედულებებში
: )))))))
28 მარტი 2020 19:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული