ლუის ენრიკე: ინიესტა მესის დონესთან ახლოსაა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები დაასახელა, რომლებთანაც უმუშავია.

"ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება უდავოდ მესიმ მოახდინა. შემდეგ ანდრეს ინიესტა მოდის. ის რაღაცნაირად ახლოსაა მესისთან. და მაინც, მესი ძალიან განსხვავდება სხვებისგან", - განაცხადა 49 წლის სპეციალისტმა.

ენრიკე "ბარსელონაში" მესისა და ინიესტას მწვრთნელი 2014-2017 წლებში იყო. მესი "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელია, ინიესტა კი 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ