მადრიდის "ატლეტიკოს" 14 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალური საიტის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აკადემიის 14 წლის ფეხბურთელი კრისტიან მინჩოლა გუშინ, 28 მარტს გარდაიცვალა.

"ატლეტიკო" გამოხატავს უდიდეს მწუხარებას და უთანაგრძნობს კრისტიანის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს,"- წერია კლუბის განცხადებაში.

"ასეთ სიტუაციაში უიმედობის გრძნობა გეუფლება. ეს საშინელებაა. ბოლო დღეებში ძალიან ბევრი ახლობელი გარდამეცვალა, ზოგი კორონავირუსით, ზოგიც სხვადსხვა დაავადებით.

გული კიდევ უფრო მეტად გწყდება, როცა მათ ამ ქვეყნიდან სათანადოდ ვერ აცილებ. გული მაქვს გატეხილი. კრისტიანი მხოლოდ 14 წლის იყო. კრისტიანის ოჯახსა და ყველა ადამიანს, ვინც მსგავსი რამ გადაიტანა, თანავუგრძნობ.

ჩვენ კლუბის დროშა დავუშვით კრისტიანისა და ყველა იმ სპორტსმენის საპატივცემულოდ, რომლებიც ბოლო კვირებში დაიღუპა,"- განაცხადა "ატლეტიკოს" გენერალურმა დირექტორმა მიგენ ანხელ გილმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული