"რეალი" "ახალი კაკას" შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "რეალი" კარგა ხანია აქტიურად აკვირდება "სან-პაულუს" ნახევარმცველ იგორ გომესს.

21 წლის გომესმა, რომელსაც "ახალი კაკა" დაარქვეს, თავის გუნდში 44 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

გომესს "სან-პაულუსთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 50 მილიონი ევროა. გომესის სამსახურით აგრეთვე "ბარსელონა" და "სევილია" არიან დაინტერესებულნი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" "რენის" 17 წლის ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას შეძენას შეეცდება.

ტეგები: