"რეალის" გარდაცვლილი ექსპრეზიდენტის შვილი კორონავირუსისგან განიკურნა

AutoSharing Option
"მალიორკას" ყოფილი ფეხბურთელი პაკო სანსი, რომელიც "რეალის" ექსპრეზიდენტ ლორენცო სანსის შვილია, კორონავირუსისგან განიკურნა.

"ამ დღეებში ყველა ინფორმაცია ცუდი როდია. ჩემი ძმა პაკო ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს. ყველას დიდი მადლობა შეტყობინებებისათვის", - წერს "ტვიტერზე" ლორენცი სანსი-უმცროსი.

21 მარტს "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი 76 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

სანსი 1985-95 წლებში "რეალის" დირექტორი, შემდეგ კი, 2000 წლამდე პრეზიდენტი იყო.