L’Equipe-მა ლიონელ მესი ჩე გევარას შეადარა [PHOTO]

AutoSharing Option
პოპულარულმა ფრანგულმა "ეკიპმა" დღევანდელი ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელზეც "ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესია გამოსახული.

მესი ხატოვნად ცნობილი არგენტინელი რევოლუციონერის, ერნესტო ჩე გევარას სახოვნებაშია წარმოდგენილი, წარწერით - "ლიონელ მესი. ბარსელონელი ჩე".

Sportall.Ge

გამოცემა კორონავირუსის გამო მესის ინიციატივას აღნიშნავს, რომ "ბარსას" ფეხბურთელებმა ხელფასის 70%-ზე უარი თქვეს და შენატანს გააკეთებენ, რათა კლუბის თანამშრომლებმა გასამრჯელო 100%-ით აიღონ.

"ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს თქმით, მესი თავიდანვე ანაზღაურების შემცირების მომხრე იყო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული