ფეხბურთი კატასტროფის წინაშე - "ბარსელონასთვის" მეგატრანსფერები დასრულდა, ალბათ, სხვებისთვისაც

AutoSharing Option
კორონავირუსი ფეხბურთზე და, მარტო ფეხბურთს ვინღა ჩივის, მსოფლიოს ეკონომიკაზე უზარმაზარ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ევროპის ფეხბურთის ფედერაციების განცხადებები, რომ ამა თუ იმ თვესა და რიცხვში განაახლებენ სეზონს, მხოლოდ მარჩიელობაა, რადგან არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია.

სეზონი რომც განახლდეს, მაინც მძიმე შედეგები იქნება, რამეთუ დიდი ალბათობით, მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება და ეს კლუბებს ძალიან დააზარალებს. ასე რომ, ხელფასების შემცირება და ქამრების შემოჭერა ევროგრანდებს კიდევ არაერთხელ მოუწევთ, ხოლო ღარიბი კლუბები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან. ასეთია სამწუხარო რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ESPN-ის ცნობით,
"ბარსელონა" სატრანსფერო სტრატეგიის შეცვლას აპირებს, ვინაიდან ვეღარ მოახერხებს ძვირად ღირებული ფეხბურთელების შეძენას და საფეხბურთო ბაზარს აქედანვე სწავლობს - ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან ან კონტრაქტები ერთი წლის შემდეგ უმთავრდებათ. პირველებს ხელში მუქთად ჩაიგდებენ, მეორეებს კი - იაფად.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. კორონავირუსის მერე ფეხბურთი სულ სხვაგვარი დაგვიბრუნდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
იქნება და მსოფლიო ფეხბურთმა იხეიროს კიდეც ამით, თორემ 2-3 ელიტურ კლუბსა და დანარჩენ გუნდებს შორის კატასტროფული სხვაობაა. ეროვნულმა ჩემპიონატებმა აზრი დაკარგა. სიის შუაში არსებული გუნდები (რომ არ ვთქვათ სიის ბოლოზე), ფაქტობრივად, მსოფლიო ნაკრებებს ეჯახებიან, ეროვნული ჩემპიონები დასაწყისიდანვე ცნობილია ხოლმე.
!!!
04 აპრილი 2020 12:45
0
ძალიანაც კარგი,ნამეტანი ფულის ხარჯვა იყო, ფულის გამო გათავხედნენ მდიდარი კლუბები და ითხოვდნენ სუპერ ლიგას, ეხლა ცოტა ტ...ს დააყენებენ
zvio
03 აპრილი 2020 20:49
0
დარწმუნებული ვარ ფეხბურთი და არამარტო ფეხბურთი, მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება ვირუსის შემდეგ.
Emre
03 აპრილი 2020 18:42
1
ფეხბურთი მხოლოდ სარგებელს ნახავს აქედან როგორც სპორტის სახეობა თორე თანდათანობით მხოლოდ ბიზნესი და რეკლამა გახდა, ვიღაც ჟოაო ფელიქსებში 120 მილიონებს რომ იხდიან მაგას ფეხბურთი აღარ ჰქვია უკვე
დათო
03 აპრილი 2020 15:47
0
იმედია რაღაც შეიცვლება და მეცნიერებაში და განათლებაში უფრო მეტი ფული ჩაიდება და იმედია ეს გაუნათლებელი ფეხბურთელები ნაკლებ მილიონებს აიღებენ.
გუჯი
03 აპრილი 2020 15:27
3
ბარსელონას ურჩევნია,საკუთარი აკადემიის აღზრდილებზე გააკეთოს აქცენტი.ამ საუკუნის გუნდის ვარსკვლავების უმრავლესობა,ლა მასიას აღზრდილები იყვნენ.პიკე,ბუსკეტსი,მესი,ხავი,ინიესტა
სოსო
03 აპრილი 2020 15:25
0
ძალიან კარგი თუ აღარ იქნება ასეთი ასტრონომიური ფასები ფეხბურთელებზე. ეს უბრალოდ დამთრგუნველია ღარიბ კლუბებისათვის. ხან ერთი მოთამაშის ფასი რამოდენიმე ღარიბ ქვეყნების გუნდების ბიუჯეტს ერთად აღებულს აღემატებოდა. არ მაქვს იმედი მსოფლიოში ყველა დაფიქრდეს რომ არასწორედ ვითარდებით კაცობრიობა ზოგადად. მარა ეს (გადატვირთვა) იქნებ რაღაცაში წაგვადგეს კაცობრიობას.
G.LA
03 აპრილი 2020 14:59
0
ყველა სფეროს შეეხება ცვლილებები, განსაკუთრებით ფეხბურთს. თუ სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა ბევრი გუნდი დაიშლება და ფეხბურთელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტანდარტების ამაღლებას ავტომატურად გამოიწვევს. ასეთ დროს ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება.
gujakakhadze
03 აპრილი 2020 12:49
0
შეშლილმა მსიფლიომ ვირუსების ვაქცინებზე ფულის დახარჯვას ფეხბურელების გოლებზე მილიონების გადაყრა ამჯობინა. ხო და ვიმკით შედეგს. ამის მერე მაინც მოეგონ გონს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, თუ გადავრჩით კორონას და მერე შიმშილობას.
ქართველი
03 აპრილი 2020 11:59
3
ესპანელი მეცნიერის სიტყვები კარგად დსგიმახსივრებია
baba
03 აპრილი 2020 17:05
0
რა ეშველება მესის რომ ვეღარ უყიდიან ყოველ წელს 100 მილიონიან 3-4 ფეხბურთელს.მაგრამ მაინც რომ არ შველის ჩ.ლ.-ს მოსაგებად.
წყალში გადაყრილი ფულები
03 აპრილი 2020 10:58
10
ამ გაქანებულ კორონა ეპიდემიიის დროსაც როცა მესის უდიერად ახსენებთ, ეს უკვე კორონაზე უარესია.
10
03 აპრილი 2020 14:42
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული