"რეალმა" მცველ აშრაფ ჰაკიმის კონტრაქტი გაუგრძელა, - იტყობინება "მარკა".
გამოცემის ცნობით, 2022 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება "რეალმა" ჰაკიმის 2023 წლამდე გაუხანგრძლივა და ამჯერად კონტრაქტის გამოსასყიდი ფასიც დაუფიქსირა - 60 მილიონი ევრო.
ჰაკიმის სამსახურით "ბაიერნი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი და "დორტმუნდსაც" სურს მისი დატოვება, სადაც იჯარის წესით თამაშობს.
ამ სეზონში 21 წლის ჰაკიმიმ ბუნდესლიგის 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ სეზონში 21 წლის ჰაკიმიმ ბუნდესლიგის 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.