"ბარსელონამ" შეიძლება ფეხბურთელებს ხელფასები საერთოდ ვეღარ გადაუხადოს

AutoSharing Option
კატალონიური კლუბის ფინანსური მდგომარეობა საგანგაშოა

AS-ის ცნობით, "ბარსელონამ" ფეხბურთელებს განმეორებით სთხოვა ხელფასების შემცირებაზე დათანხმდნენ. ადრე ისინი ანაზღაურების 70%-ით შემცირებაზე დათანხმდნენ, ახლა კი სავარაუდოდ ესეც არ იქნება საკმარისი.

გამოცემის ცნობით, კატალონიური კლუბი მოსალოდნელზე გაცილებით რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდა და არაა გამორიცხული, სეზონის განახლებამდე მოთამაშეებს გასამრჯელო საერთოდ ვერ გადაუხადოს.

"ბარსას"პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ კლუბის ხელმძღვანელობას ანგარიშის წარმოდგენა დაავალა იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება "ბარსას" მდგომარეობა, როდესაც სეზონი განახლდება.

თუმცა, ყველა ფაქტორის გათვალისწინება და რაიმეს მიახლოებითაც კი დაანგარიშება შეუძლებელია - როდის განახლდება სეზონი, დაესწრებიან
თუ არა მაყურებლები, გაიხსნება თუ არა საკლუბო მაღაზიები და ა.შ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ისე შენ საერთოდ არ უნდა უყურებდე ფეხბურთს ისეთ სისულელეებს წერ.

batumi
01:03 05-04-2020
3
ხო ვიძახი რო ეს საიტი ანტი ბარსელონურია. დ ყოველთვის უარყოფით ნიუსებს თარგმნის ბარსაზე, დღეს რო ყველა ევროპული სპორტული გაზეთი წერდა ნეიმარის ტრანსფერზე პირველი რაუნდი გამართეს მოლაპარაკებისო ის რატო არ თარგმნეთ? ან ასი იმას რო არ ამბობს ბარსა უკვე გაკოტრდაო არ გიკვირთ? და ვინც მესი და ბარსა აკრიტიკოს უაზროთ ის იყოს პუტინის შვილი!დ.დ. იმედია არ დაბლოკავთ
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული