მიდო: ზიდანმა "რეალს" ვერაფერი შესძინა

AutoSharing Option
"აიაქსის", "ტოტენჰემისა" და ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიდომ "რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"რეალი" პრიმერაში ჩემი საყვარელი გუნდია. რაც შეეხება ზიდანს, ვფიქრობ, "რეალს" ვერაფერი შესძინა. როგორც ამბობენ, ერთ ქალზე ორჯერ დაქორწინება არ შეიძლება", - ციტირებს მიდოს AS.

ზიდანი პირველად "რეალს" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში, 2018 წლის მაისში გადადგა, 9 თვის შემდეგ კი დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ