კროოსი: ხელფასის შემცირება უაზრო ქველმოქმედებაა

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისისას ხელფასების შემცირებაზე გააკეთა კომენტარი.

"ანაზღაურების შემცირება სიცარიელეში გაღებულ შემოწირულობას ჰგავს, უაზრო ქველმოქმედებას ან კლუბისთვის შემოწირულობას.

მე გასამრჯელოს სრულად გადახდის მომხრე ვარ, შემდეგ კი ყველას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ მოიქცეს. სადაც აუცილებელია, ყველა დახმარებას ითხოვს. ბევრს დახმარება მართლაც სჭირდება", - განუცხადა კროოსმა SWR Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული