კასანო: ბექჰემი "რეალში" როკ-ვარსკვლავივით იყო

AutoSharing Option
ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"ფაბიო კაპელოსთან ერთ-ერთი საუკეთესო წინასასეზონო შეკრება მქონდა. 10 კგ დავიკელი და 82 კგ ვიყავი. მან სეზონის პირველ ორ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დამაყენა, მესამე შეხვედრაში კი დამასვენა. გავუბრაზდი. ახლა მინდა ბოდიში მოვუხადო. უნდა ვაღიარო, ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო.

დევიდ ბექჰემი გუნდში ჩემი პარტნიორი იყო. მთელ მსოფლიოში ცნობილი როკ-ვარსკვლავივით იყო, თუმცა მოკრძალებული გახლდათ. მე მასზე უკეთ გამოვიყურებოდი, ყოველ შემთხვევაში, ცოტათი", - ციტირებს კასანოს Football Italia.

კასანო "რეალში" 2006/07 წლების სეზონში თამაშობდა და პრიმერას
7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული