As: "რეალს" რონალდოს დაბრუნება არ უნდა - "იუვენტუსმა" შეიძლება სხვა კლუბს მიჰყიდოს

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "რეალს" თავდამსხმელ რონალდოს დაბრუნება არ უნდა.

პორტუგალიელის დაბრუნება კლუბის სატრანსფერო გეგმებში არ ჯდება, - შეატყობინა გამოცემას "სამეფო კლუბის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა:

"მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აფასებს რონალდოს ღვაწლს გუნდის წინაშე, მაგრამ მისი დრო უკვე წავიდა და კლუბის წინაშე სხვა სპორტული ამოცანებია".

"ბლანკოსის" ახალი სტრატეგია ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენაა და ამიტომ პრიორიტეტული პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპეა.

"იუვენტუსმა" კრიშტიანო "რეალისგან" 2018 წლის ზაფხულში 112 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი სეზონური გასამრჯელო 31 მილიონია. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის გამო შეიძლება ფინანსური პრობლემები შეექმნათ და არაა
გამორიცხული, გაყიდონ.