"ბარსელონაში" მონასტერი აირია - ბართომეუ ვიცე-პრეზიდენტებს დაერია

AutoSharing Option
"ბარსელონაში" ახალი კონფლიქტი მწიფდება, რომლის სათავეში კლუბის პრეზიდენტი ჟოზეფ ბართომეუ დგას.

"ბარსას" ხელმძღვანელს სურს, რომ კლუბი რამდენიმე წამყვანი თანამდებობის პირმა დატოვოს. კონკრეტულად, საქმე ვიცე-პრეზიდენტ ემილე რუსოს ეხება, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2020 წლის იანვარში დაინიშნა.

"ბლაუგრანას" პრეზიდენტის არჩევნები 2021 წელს უნდა ჩატარდეს, რუსოს კი ბართომეუს მემკვიდრედ თვლიდნენ, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

As-ის ინფორმაციით, ბართომეუს მარტივი ლოგიკა აქვს. "თუ ჩემს პოლიტიკას არ ეთანხმები, ჩემ წინააღმდეგ მოდიხარ!" - სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, რუსომ თანამდებობა დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" დატოვება იმავე მიზეზით
სხვა ვიცე-პრეზიდენტებსაც შეიძლება მოუწიოთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსელონაში მონასტერი არის?
0
რაც ეს კაცია,ბარსელონამ თავისი სახე სულ დაკარგა.ჯერ იყო და გუნდის ლიდერების წინააღმდეგ წამოიწყო საიდუმლო ინტრიგები ანონიმური ვებგვერდებიდამ.ახლა ვიცე პრეზიდენტებს დაერია.დროზე თუ არ მოაშორეს,წავლენ გუნდიდან ვარსკვლავები და ეგ ახალი ვარსკვლავების მყიდველი,ნამდვილად არ არის.შემოდგომიდან უკვე ცხადია,რომ სასწრაფოდ შესაცვლელია ბართომეუ.აშკარად დაკარგული აქვს საქციელის კოორდინაცია.
სოსო
11:01 09-04-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული