"აიაქსის" მეკარე შეიძლება "ბარსელონაში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "აიაქსის" მეკარე ანდრე ონანა "ბარსელონაში" გადავიდეს.

Cadena SER-ის ცნობით, "ბარსა" 24 წლის კამერუნელი ფეხბურთელის გარემოცვასთან მუდმივ კავშირზეა.

ონანა "ბარსელონას" სისტემაში 2010-15 წლებში იმყოფებოდა.

"აიაქსის" სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი ონანას გაყიდვას დაჰპირდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მსურველი კლუბი მათ მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდის.

ონანას სამსახურით კიდევ რამდენიმე კლუბი და მათ შორის, "ჩელსია" დაინტერესებული.

შეგახსენებთ, კატალონიური კლუბის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სილესენი რომ იყიდეს აიაქსიდან, სკამი ახეხინეს და კარიერა გაუფუჭეს, ონანასაც იგივეს უპირებენ?
1
თუ ონანა ბარსაში გადავიდა,ის მეორე ვალდესი იქნება.შესანიშნავი მეკარე,რომელიც ხანდახან ისეთ რამეს მოიგონებს,ყველა რომ პირდაღებული რჩება.
სოსო
11:09 09-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული