"რეალის" ფინანსური პრობლემა - ხელფასებიც შეამცირა და...

AutoSharing Option
"რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ხელფასებს 10-20%-ით შეუმცირებენ. საბოლოოდ პროცენტი იმის მიხედვით დადგინდება, თუ როგორ დასრულდება სეზონი.

ეს შეეხება ფეხბურთელთა პირველ და აგრეთვე, კალათბურთელთა გუნდს. კლუბის თანამშრომლებს ანაზღაურება არ შეუმცირდებათ.

As-ი იტყობინება, რომ ასე "სამეფო კლუბი" 25-დან 56 მილიონ ევრომდე დაზოგავს.

"რეალი", ბონუსებისა და საპრიზო თანხების გარდა, ხელფასებზე წლიურად 283 მილიონს ხარჯავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფეხბურთელები შეთავაზებაზე უსიტყვოდ დათანხმდნენ. იმ შემთხვევაში, თუ სპონსორებმა კონტრაქტის ვალდებულებით განსაზღვრული თანხის ნაწილის დაბრუნება მოითხოვეს, ეს სერიოზულ პრობლემას შექმნის, რამეთუ "რეალი" 150 მილიონს
იზარალებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Barsas fanebis komentarebs rom vkitxulob magrad vxalisob. Rogor yvela pikes mamis gaketebulebs hgevxart.
Nika
16:16 11-04-2020
0
ეს რეალია და არა ლესი და ბარსა დროა გაიგო ეს
3

სიახლეები პოპულარული