ლუის სუარესი: ნეიმარს "ბარსელონაში" გულთბილად მივიღებთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გუნდში პსჟ-ის ფორვარდ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.

"მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ასეთ თემებზე საუბარი ძნელია. რა თქმა უნდა, გუნდში ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად თამაში მინდა. ნეიმარს გულთბილად მივიღებთ, რადგან ჩვენთან უკვე თამაშობდა და თანაც, ძალიან კარგად.

რაც შეეხება ლაუტარო მარტინესს, იტალიაში მაგრად მოუმატა. მიხარია, რომ ჩვენი კლუბი ისეთი ფეხბურთელების შეძენას ცდილობს, რომლებიც რეალურად გაგვაძლიერებენ", - განუცხადა სუარესმა "მუნდო დეპორტივოს".